logo
ENG



პედოფილიის საქმე - "კაცი შვილსა და მის მეგობრებს ეროტიკული შინაარსის ვიდეოებს უღებდა"

05 დეკ 202020:12
3 წუთის საკითხავი
 

რამდენიმე დღის წინ პოლიციამ 40 წლის კაცი დააკავა, რომელსაც შვილზე და მის არასრულწლოვან მეგობრებზე სექსუალური ძალადობა და სავარაუდოდ, პორნოგრაფიულ ვიდეო ფაილებს გადაღება ედება ბრალად. საქმეს 5 დაზარალებული მოზარდი ჰყავს. 

შაბათის ფორმულას გაარკვია, რომ გამოძიება დამნაშავის კვალს მაშინ დაადგა, როდესაც ერთ-ერთმა არასრულწლოვანმა გოგომ დედას უამბო, რომ მას მეგობრის მამა "უცნაურად ექცეოდა" და მას ეს არ სიამოვნებდა. პოლიციას სავარაუდო ძალადობის შესახებ გოგონას დედამ მას შემდეგ უამბო, რაც მისი შვილი რამდენიმე დღით დაიკარგა. საპატრულო პოლიციის დახმარებით ის სავარაუდო მოძალადის სახლში იპოვეს. 

საქმის მასალების მიხედვით, 40 წლის კაცი - მოზარდებს აიძულებდა ეროტიკული შინაარსის ვიდეოების გადაღებაში მიეღოთ მონაწილეობა.

ოჯახის წევრის მიმართ გარყვნილი ქმედება, არასრულწლოვნის მიმართ ძალადობა, გარყვნილი ქმედება შვილის მეგობრების მიმართ და წინასწარი შეცნობით 14 წლამდე პირის მიმართ გარყვნილი ქმედება - ეს ის დანაშაულებია, რომელთა დამტკიცების შემთხვევაშიც, კაცს 8-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.


close დახურვა